ახალი ამბები

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი თბილისს სტუმრობს

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი იორან ლენმარკერი თავის სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში საქართველოს ორდღიანი ვიზიტით სტუმრობს.

11 თებერვალს დაგეგმილია მისი შეხვედრები პრეზიდენტ სააკაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით ბაქრაძესთან, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან თემურ იაკობაშვილთან და სხვა ოფიციალურ პირებთან.

ხვალ, ბაქოში გამგზავრებამდე, ლენმარკერი ცალკ-ცალკე შეხვედრას გამართავს ოპოზიციონერ ლიდერებთან ნინო ბურჯანაძესთან და ირაკლი ალასანიასთან და ასევე შეხვდება საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს. 

Back to top button