skip to content
ახალი ამბები

გივი თარგამაძე სახალხო დამცველს აკრიტიკებს

დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობიდან გივი თარგამაძემ განაცხადა, რომ სახალხო დაცველი სოზარ სუბარი ოპოზიციური პოლიტიკოსივით იქცევა თავისი მოვალეობების შესრულების ნაცვლად.

თარგამაძემ ეს კომენტარი სუბარის საკმაოდ გრძელი და მწვავე განცხადების საპასუხოდ გააკეთა, რომელშიც სახალხო დამცველმა პრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაცია ავტორიტარიზმში დაადანაშაულა, რამაც, მისი თქმით, საქართველოსთვის აგვისტოს ომის კატასტროფა გამოიწვია.

”სამწუხაროა, რომ სახალხო დამცველი პოლიტიკური ოპოზიციის ნაწილად იქცა,” – განაცხადა გივი თარგამაძემ 26 სექტემბერს.

”ასევე სამწუხაროა, რომ ის თავის დროს ამგვარ რამეებზე ხარჯავს [მხედველობაში ჰქონდა სუბარის განცხადება], ნაცვლად იმისა, რომ თავისი პირდაპირი მოვალეობები შეასრულოს,” – დასძინა თარგამაძემ.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მმართველი პარტიის წარმომადგენლები სუბარს ”ოპოზიციური პოლიტიკოსის” მსგავს ქმედებებში ადანაშაულებენ. წინა ბრალდებები მმართველმა პარტიამ სუბარს სხვადასხვა საკითხებზე მისი წინა კრიტიკული განცხადებების საპასუხოდ წაუყენა.

”როდესაც ისინი კითხულობენ ვაკეთებ თუ არა მე ჩემ საქმეს – მათ უნდა ახსოვდეთ, რომ მე წარვუდგინე პარლამენტს 1,400 გვერდიანი მოხსენება [საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუხით არსებული სიტუაციის შესახებ] და რა იყო მათი პასუხი?” – განაცხადა სუბარმა 26 სექტემბერს ტელეკომპანია ”კავკასიის” ეთერში.

სუბარი იმ მოხსენებას გულისხმობდა, რომელიც მან პარლამენტს 2008 წლის ივლისში წარუდგინა. მმართველი პარტიის დეპუტატებმა ამ მოხსენების მოსმენის შემდეგ სუბარს შეუტიეს და იგი ”პოლიტიკურ მიკერძოებაში” და ”არაკომპეტენტურობაში” დაადანაშაულეს, რამაც, მათი თქმით, ომბუდსმენის აპარატის ”დისკრედიტაცია” გამოიწვია. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button