
ახალი ამბები
ლავროვმა და ტყეშელაშვილმა ცეცხლის შეწყვეტის გეგმის განხორციელებაზე იმსჯელეს
რუსეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა სერგეი ლავროვმა და ეკა ტყეშელაშვილმა ”კონფლიქტების მოგვარების მთავარი პრინციპების” პრაქტიკული რეალიზების გზებზე იმსჯელეს 13 აგვისტოს გამართულ სატელეფონო საუბარში, იტყობინება რუსეთის საგარეო უწყება.
ექვს-პუნქტიანი გეგმა, რომელიც ევროკავშირის ეგიდით მისმა თავმჯდომარე ქვეყნის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ შეიმუშავა, უპირველეს ყოვლისა ცეცხლის შეწყვეტას ითვალისწინებს.
ასევე განხილული იქნა ცხინვალის რეგიონში წარმოქმნილი ჰუმანიტარული პრობლემებთან დაკავშირებული საკითხები.