ახალი ამბები

ქართული ძალები კონფლიქტის ზონის სამხრეთით თავდაცვით პოზიციებზე დგანან – შსს

ქართული ძალები განაგრძობენ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონის სამხრეთით თავდაცვითი პოზიციების გაძლიერებას და შენარჩუნებას, მიუხედავად მძიმე საარტილერიო ცეცხლისა, განაცხადა შსს-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა შოთა უტიაშვილმა დღეს დილით.

”თქვენ იცით, რომ ჩვენ ძალები გამოვიყვანეთ კონფლიქტის ზონიდან და ახლა ისინი კონფლიქტის ზონის სამხრეთით არიან განლაგებულნი და მყარად იცავენ ქართულ სოფლებს და ქალაქებს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პოზიციები შეტევის ქვეშ იმყოფება, მათ შორის საარტილერიო ცეცხლის,” – განაცხადა უტიაშვილმა.

მისი თქმით, ზემო კოდორის ხეობა ასევე მთელი ღამის განმავლობაში იბომბებოდა. ”ჩვენი ძალები მყარად ინარჩუნებენ თავიანთ პოზიციებს და უკან არ იხევენ,” – განაცხადა უტიაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხუთი ქართველი პოლიციელი დაიჭრა.

უტიაშვილის თქმით, დღეს დილით ზუგდიდში რუსული სამშვიდობო ძალების სარდალმა სერგეი ჩაბანმა ქართულ პოლიციას იარაღის დაყრა მოსთხოვა. ”ეს არ მოხდება. ჩვენი პოლიცია იქ დარჩება,” – განაცხადა უტიაშვილმა.

 

Back to top button