ახალი ამბები

ჭუბურხინჯში გოროზიასა და ჩაბანს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში, სოფელ ჭუბურხინჯში სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ზაზა გოროზია აფხაზეთში რუსი სამშვიდობოების მეთაურს სერგეი ჩაბანს ხვდება.

შეხვედრა დახურულია და ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება დეტალები, აცხადებენ ქართული რადიოსადგურები.

დღეს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ განაცხადა, რომ გალის რაიონში, საქართველოსთან ადმინისტრაციულ საზღვარზე, შეზღუდული შეიარაღების ზონაში ჯარები განალაგა, ხოლო ზემო კოდორის მიმართულებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა წამოიწყო. აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა აღიარა, რომ ამ ნაბიჯით მან დაარღვია მოსკოვის შეთანხმება.

Back to top button