
ახალი ამბები
4 ოქტომბერს დაგეგმილი არჩევნები გადაიდო
4 ოქტომბერს დაგეგმილი აჭარის უმაღელესი საბჭოს და შუალედური არჩევნების პროცესის შეჩერების შესახებ დღეს ცენტარლურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) განკარგულება მიიღო.
განკარგულება მას შემდეგ მიიღეს, რაც დღეს პრეზიდენტმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობის შესახებ ბრძანება გამოსცა.
ცესკო-მ რამდენიმე დღის წინ მიიღო განკარგულება 4 ოქტომბერს აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების და პარალელურად თბილისის ორ საარჩევნო ოლქში – დიდუბისა და ვაკის მაჟორიტარ ოლქებში შუალედური არჩევნების დანიშნვნის შესახებ.