
55 ადამიანია გარდაცვლილი- ჯანდაცვის მინისტრი
55 ადამიანია გარდაიცვალა ბოლო დღეების განმავლობაში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების დროს, ამის შესახებ განცხადება მთავრობის სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა გააკეთა.
ალექსანდრე კვიტაშვილის თქმით, გარდაცვლილთა შორის 15 მშვიდობიანი მოსახლეოა, ხოლო 40 სამხედრო მოსამსახურე. მინისტრს არ დაუკონკრეტებია ცხინვალში საომარი მოქმედებების დროს, თუ დაბომბვის შედეგად გარდაიცვალნენ ეს ადამიანები.
”ძალიან შემაშფოთებელია, რომ დაახლოებით 18 საათის განმავლობაში კონფლიქტის გარეთ დაზარალებულთა და დაღუპულთა რაოდენობა მატულობს. დიდი შემოდინებაა დაზარალებულების სენაკიდან, სხვა ადგილებიდან სადაც მოხდა ავიადაბომბვა”, – განაცხადა კვიტაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა ლადო გურგენიძემ ჯანდაცვის მინისტრს მთავრობის სხდომაზე მოუწოდა მედიის საშუალებით ყოველ 3 საათში ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადეობას დაჭრილების და გარდაცვალებულთა შესახებ.