ახალი ამბები

სააკაშვილი საომარ მდგომარეობას აცხადებს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა მიმართა პარლამენტს თხოვნით მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობის გამოცხადების თაობაზე.

პარლამენტმა 48 საათის განმავლობაში უნდა დაამტკიცოს პრეზიდენტის განკარგულება.

”საქართველო რუსეთის სამხედრო აგრესიის პირობებში იმყოფება,” – განაცხადა სააკაშვილმა 9 აგვისტოს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას. ”ამ აგრესიას ახორციელებენ რუსეთის შავი ზღვის ფლოტი, საჰაერო ძალები, ხორციელდება ფართომასშტაბიანი სახმელეთო ოპერაცია”.

სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ რუსული სამხედრო თვითმფრინავების მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმები მიზნად ისახავს მოსახლეობაში პანიკის დათესვას.

მისი თქმით, სამხრეთ ოსეთი მხოლოდ საბაბია რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დასაწყებად.  

Back to top button