
ახალი ამბები
რუსულმა გამანადგურებლებმა გორი დაბომბეს
ცოტა ხნის წინ ორმა რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა გორში ხუთი ჭურვი ჩამოაგდო. ამის შესახებ შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის თავმჯდომარემ შოთა უტიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ამ დროისთვის მიმდინარეობს მიყენებული ზარალის დადგენა. დღეს უკვე მეორედ დაბომბეს რუსულმა თვითმფრინავებმა გორი.