ახალი ამბები

საქართველოს ”რუსეთის აგრესიის” ფონზე ერაყიდან ძალები გამოყავს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს თავისი ძალები გამოყავს ერაყიდან რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთში დაწყებული ღია სამხედრო აგრესიის ფონზე.

”საქართველოს შეიარაღებული ძალების ერთი ბრიგადა ერაყში იმყოფება და ხვალ მათ უკან გამოვიწვევთ,” – განაცხადა სააკაშვილმა CNN-თან ინტერვიუში 8 აგვისტოს.

კითხვაზე რის გაკეთებას სთხოვს ის პრეზიდენტ ბუშს საქართველოსთვის, სააკაშვილმა უპასუხა, რომ საქართველო ახლა იგივე სიტუაციაში იმყოფება, როგორც ფინეთი 1939 წელს, როდესაც მას საბჭოთა კავშირი დაესხა თავს. ”როგორც ჩანს, ავანტიურისტები დაბრუნდნენ… როგორც ჩანს თავისუფლებას და ადამიანის უფლებებს ისევ საფრთხე შეექმნა,” – განაცხადა სააკაშვილმა.

”ეს არის სიმართლის მომენტი ყველასთვის, პრეზიდენტ ბუშისთვის, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, დანარჩენი მსოფლიოსთვის… ეს ნამდვილად გადამწყვეტი მომენტია ევროპის ისტორიისთვის და გამოღვიძების დროა ყველასთვის,” – დასძინა მან. 

 

Back to top button