
ახალი ამბები
ნატოს ცეცხლის შეწყვეტისა და პირდაპირი მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს
ნატოს გენერალურმა მდივანმა იააპ დე ჰოოპ სხეფერმა სერიოზული შეშფოთება გამოხატა სამხრეთ ოსეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ალიანსი თვალყურს ადევნებს იქ განვითარებულ სიტუაციას.
”გენერალური მდივანი მოუწოდებს მხარეებს დაუყონებლივ შეწყვიტონ შეიარაღებული შეტაკებები და პირდაპირი მოლაპარაკებები გამართონ,” – ნათქვამია ალიანსის მიერ 8 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში.