
ახალი ამბები
გამყრელიძე ხელისუფლებასთან დაპირისპირებაზე მორატორიუმს აცხადებს
ახალი მემარჯვენეების ლიდერი დავით გამყრელიძე სამხრეთ ოსეთის კონფლიტის ზონაში არსებული ვითარების ფონზე ხელისუფლებასთან დაპირისპირებაზე მორატორიუმს აცხადებს და ყველა ოპოზიციურ ძალას მოუწოდებს ამ ეტაპზე შეწყვიტოს ”შიდა გარჩევები”.
”მე მიმაჩნია, რომ შიდა პოლიტიკური გარჩევების დრო არ არის”, – განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე დავით გამყრელიძემ. ” აქედან გამომდინარე, მე, ახალი მემარჯვენეების სახელით, მინდა გამოვაცხადო მორატორიუმი ხელისუფლებასთან დაპირისპირებაზე და მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველა ოპოზიციურ ძალას, რომ შევწყვიტონ ახლა შიდა გარჩევები. იმედია საომარი მოქმედებები მალე დასრულდება და შემგომ გვექნება საშუალება ანალიზისა და შეფასებისა, თუ რა მოხდა”.