
ახალი ამბები
პუტინი საქართველოს სამხრეთ ოსეთის თაობაზე აფრთხილებს
რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა 8 აგვისტოს, რომ საქართველოს ”აგრესიულმა ქმედებებმა” სამხრეთ ოსეთში შესაძლოა საპასუხო ქმედებები გამოიწვიოს.
”სამწუხაროა, რომ ოლიმპიური თამაშების დაწყების წინა დღეს, საქართველოს ხელისუფლებამ აგრესიული ქმედებები განაცხადა სამხრეთ ოსეთში,” – იტყობინება AFP პუტინის სიტყვებზე დაყრდნობით. მან ეს განცხადება პეკინში გააკეთა. ”მათ საომარი მოქმედებები ტანკების და არტილერიის გამოყენებით დაიწყეს. სამწუხაროა, მაგრამ ეს საპასუხო ზომების პროვოციორებას გამოიწვევს”.