
ახალი ამბები
გავრცელებული ინფორმაციით, აფხაზეთმა საზღვარზე ძალები განათავსა
8 აგვისტოს დილის 6 საათზე საარტილერიო სისტემებით და სარაკეტო დანადგარებით აღჭურვილმა აფხაზურმა ძაებმა ოჩამჩირის რაიონიდან ადმინისტრაციული საზღვისკენ დაიწყეს მოძრაობა, იტყობინება ”ინტერფაქსი”.
მანამდე, შუაღამისას გამართული აფხაზეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ, აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა განუცხადა ”ინტერფაქსს”, რომ მიღებულია გადაწყვეტილება აფხაზეთის საზღვრის გაძლიერების თაობაზე.
ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე 1994 წლის მოსკოვის შეთანხმების თანახმად, ტერიტორია ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ უსაფრთხოების ზონაა. მოსკოვის შეთანხმება კრძალავს კონფლიქტის ზონაში მძიმე ტექნიკის განთავსებას.