ახალი ამბები

ინფორმაციას დანაკარგების შესახებ შსს, სავარაუდოდ, დილის საათებში გაავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო კონფლიქტის ზონაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების შედეგად გარდაცვლილების და დაჭრილების რაოდენობის  შესახებ ინფორმაციას 8 აგვისტოს დილის საათებში გამოაქვეყნებს, თუმცა ზუსტი დრო არ სახელდება.

ამის შესახებ  Civil.Ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა განუცხადა.

”დანაკარგი არც თუ ისე დიდია”, – განაცხადა მან.

აქამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართული მხარის მხრიდან გარდაცვლილთა რაოდენობა 10-ს აღწევს.

ცხინვალის დაცხრილვის შედეგად ამ დროსთვის 15 მშვიდობიანი მოსახლის გარდაცვალების შესახებ იუწყება სააგენტო ”ინტერფაქსი” სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებაზე დაყრდნობით

შოთა უტიაშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის კვლავ მიმდინარეობს სროლები ცხინვალის შემოგარენში, რის შესახებაც იუწყება ”ინტერფაქსი” იმავე ოსურ წყაროზე მითითებით

”ასევე იწვის (დე ფაქტო) პარლამენტის შენობის ზედა ნაწილი” , – აცხადებენ სეპერატისტული ხელისუფლების წარმომადგენელბი.

Back to top button