ახალი ამბები

გაეროს მისიის ახალი ხელმძღვანელი

გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა იოჰან ვერბეკე საქართველოში მის სპეციალურ წარმომადგენლად და საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიის ხელმძღვანელად დანიშნა, განაცხადა გაეროს წარმომადგენელმა მიშელ მონტასმა 1 აგვისტოს.

ბელგიელი დიპლომატი ამ თანამდებობაზე ჟან არნოს შეცვლის, რომელიც საქართველოში 2006 წლიდან მსახურობდა.

ამჟამად, ვერბეკე გაეროს სპეციალური კოორდინატორია ლიბანში. იგი ამ თანამდებობაზე აპრილში დაინიშნა და თავისი მოვალეობების შესრულებას ლიბანში მხოლოდ ორი თვის წინ შეუდგა.

Back to top button