ახალი ამბები

საარჩევნო ადმინისტრაცია

არჩევნების ადმინისტრირებას ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ახორციელებს:

ცესკო 13 წევრისგან შედგება, რომელთაგანაც ექვსს ნიშნავს ექვსი ოპოზიციური პარტია და ერთს ნაციონალური მოძრაობა. დანარჩენი ექვსი წევრი, თავმჯდომარის ჩათვლით, ფორმალურად უპარტიოები, სერტიფიცირებული საარჩევნო მოხელეები არიან; თუმცა, ფაქტიურად ყველა მათგანი მმართველ პარტიასთან ასოცირდება. შედეგად, ხელისუფლებას ცესკოში შვიდი-კაციანი უმრავლესობა ჰყავს ოპოზიციის ექვსი წევრის წინააღმდეგ.

ცესკოს წევრები

1.ლევან თარხნიშვილი – თავმჯდომარე;
2.დავით კირთაძე – თავმჯდომარის მოადგილე;
3.გიზო მჭედლიძე – მდივანი;
4.გიორგი არეშიძე – სერტიფიცირებული საარჩევნო მოხელე;
5.ლუხუმ ბურჯალიანი –  სერტიფიცირებული საარჩევნო მოხელე;
6.ემზარ ფაჟავა –  სერტიფიცირებული საარჩევნო მოხელე;
7.დავით გურგენიძე – ნაციონალური მოძრაობა;
8.ზურაბ მარაქველიძე – რესპუბლიკური პარტია;
9.გიორგი ჯავახიშვილი – მრეწველთა პარტია;
10.ნოდარ მუსერიძე – ახალი მემარჯვენეები;
11.გიორგი მთვარელიძე – ლეიბორისტული პარტია;
12.სანდრო ბრეგაძე – პარტია თავისუფლება;
13.ნინო გოგუაძე – კონსერვატიული პარტია.

საოლქო საარჩევნო კომისია – არის საშუალო დონის საარჩევნო ადმინისტრაცია, რომელიც 75 საარჩევნო ოლქშია შექმნილი.

საოლქო საარჩევნო კომისია მხოლოდ სერტიფიცირებული საარჩევნო მოხელეებისგან იყო დაკომპლექტებული და პოლიტიკურ პარტიებს ფორმალურად იქ წარმომადგენლები არ ჰყავდათ. ამ კომისიებს, ფაქტიურად, მმართველი პარტია აკონტროლებდა. მარტში საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად, საოლქო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესი შეიცვალა და ექვს ოპოზიციურ პარტიას და ნაციონალურ მოძრაობას მიეცა შესაძლებლობა თავიანთი წარმომადგენლები დაენიშნათ საარჩევნო ადმინისტრაციის ამ შუალედურ რგოლში.   

საოლქო საარჩევნო კომისიას უფლებამოსილება გაეზარდა. კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად, საშუალო დონის კომისიებს ახლა უფლება აქვთ უბნებში მიცემული ხმები შეაჯამონ და ბათილად ცნონ უბნის არჩევნების შედეგები.

საუბნო საარჩევნო კომისია – ქვედა დონის საარჩევნო ადმინისტრაციაა, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგანაც კენჭისყრის პროცესი სწორედ იქ მიმდინარეობს და ხმები თავდაპირველად ამ ორგანოში ითვლება.

ცესკომ 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებისთვის გახსნა 3 357 საუბნო საარჩევნო კომისია და 72 სპეციალური საარჩევნო უბანი – სამხედრო ყაზარმებში/შენაერთებში, წინასწარი დაკავების საკნებში, საავადმყოფოებში და ა.შ. ორი საარჩევნო უბანი გაიხსნა ქართველი სამხედროებისთვის ერაყში.

47 საარჩევნო უბანი იმოქმედებს საქართველოს საელჩოებსა და საკონსულოებში საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისათვის.

21 მაისის საპარლამენტო არჩევნებს 37 ადგილობრივი და 54 საერთაშორისო ორგანიზაცია დააკვირდება.

Back to top button