ახალი ამბები

პატრულმა ნაციონალური მოძრაობის შტაბის წევრი მოკლა

გიორგი გამცემლიძე, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ვაკის მაჟორიტარი კანდიდატის ზაზა გამცემლიძის საარჩევნო შტაბის წევრი იყო, 8 მაისს, თბილისში პატრულმა დევნისას ცეცხლსასროლი იარაღის გასროლის შედეგად მოკლა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პატრულ-ინსპექტორის მიმართ, რომლის ვინაობაც არ სახელდება, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე უფლებამოსილების გადამეტების მუხლით. ამ მომენტისათვის პატრულ-ინსპექტორი დაკავებულია.


გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი გამცემლიძე, რომელიც ავტომანქანით მოძრაობდა, თავში მიყენებული მძიმე ჭრილობის შედეგად საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა.

Back to top button