ახალი ამბები

საქართველოს ევროკავშირის ტროიკა ეწვევა

ევროკავშირის ტროიკის დელეგაცია პოლიტიკურ დირექტორთა დონეზე, რომლის შემადგენლობაშიც შედიან  ამჟამინდელი თავმჯდომარეობის (სლოვენია), მომავალი თავმჯდომარეობის (საფრანგეთი) და ევროკომისიის წარმომადგენლები, ასევე ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნები, 8 მაისს თბილისში ჩამოვა.


ვიზიტი ხორციელდება რუსეთსა და საქართველოს შორის დაძაბულობის ზრდის ფონზე, ასევე 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების წინ.   


 

Back to top button