ახალი ამბები
ევროპის საბჭოს დელეგაცია საქართველოს ეწვევა
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის არჩევნებზე დამკვირვებელთა საგანგებო კომიტეტის
ოთხკაციანი დელეგაცია მათიას იორშის ხელმძღვანელობით 23-25 აპრილს საქართველოს ეწვევა.
დელეგაციის წევრები შეხვდებიან პრეზიდენტ სააკაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს კონსტანტინე კუბლაშვილს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ლევან თარხნიშვილს, სახალხო დამცველს სოზარ სუბარს; ასევე საპარლამენტო ოპოზიციას და სამოქალაქო საზოგადოების და მასმედიის წარმომადგენლებს, იტყობინება ევროპის საბჭოს პრესსამსახური.