ახალი ამბები

თბილისი სოხუმს ერთობლივი პოლიციის შექმნას სთავაზობს

ქართულმა მხარემ შესთავაზა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას ერთობლივი პოლიციური დანაყოფების ჩამოყალიბება კონფლიქტის ზონაში უსაფრთხოების შენარჩუნების მიზნით.


წინადადება გულისხმობს ერთობლივი პოლიციის განთავსებას უსაფრთხოების ზონაში, რომელიც ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს 12-12 კილომეტრიან ტერიტორიას მოიცავს.


ამ წინადადებების დეტალები აფხაზურ მხარესთან უნდა იქნეს განხილული, განაცხადა რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა 12 აპრილს.


აღნიშნული შეთავაზება ნაწილია იმ ახალი სამშვიდობო წინადადებებისა, რომელიც აფხაზურ მხარეს პრეზიდენტმა სააკაშვილმა მარტში წარუდგინა.

Back to top button