
ახალი ამბები
თბილისის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს
თბილისის საკრებულომ ერთხმად აირჩია ახალი თავმჯდომარე, საკრებულოს წევრი მმართველი პარტიიდან ზაალ სამადაშვილი.
მწერალი, ზაალ სამადაშვილი 2006 წლის შემოდგომაზე საკრებულოში არჩევამდე თბილისის ერთ-ერთი სკოლის დირექტორი იყო.
საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ყოფილი თავმჯდომარე ზაზა ბეგაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა.