
ახალი ამბები
გურგენიძე სომხეთს და ბაჰრეინს ეწვევა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე 9 აპრილს სომხეთში გაემგზავრება, სადაც ახლად არჩეული პრეზიდენტის სერჟ სარქისიანის ინაუგურაციისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას, იტყობინება პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური.
ერევნიდან ვლადიმერ გურგენიძე “კრანს მონტანა ფორუმზე” დასასწრებად ბაჰრეინის სამეფოში გაემგზავრება. 10 აპრილს დაგეგმილია ვლადიმერ გურგენიძის შეხვედრა ბაჰრეინის სამეფოს პრემიერ-მინისტრთან შეიხ ხალიფა ბინ სალმან ალ ხალიფასთან.