ახალი ამბები

საქართველო MAP–ის გარეშე რჩება

ნატო–ს წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა ვერ შეძლეს შეთანხმება საქართველოსთვის და უკრაინისთვის წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭებაზე, იტყობინებიან დასავლური სააგენტოები.


”ასოშიეიტიდ პრესის“ ცნობით, ნატო–ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა, რომ ის არ მოელის ალიანსისგან მიმდინარე ბუქარესტის სამიტზე საქართველოსთვის და უკრაინისთვის MAP–ის მინიჭებას.


მან ეს განცხადება 2 აპრილს ბუქარესტში გვიან ღამით ალიანსის ლიდერთა შეხვედრის შემდეგ გააკეთა.


”როიტერის” ცნობით, რომელსაც ანონიმური დიპლომატის სიტყვები მოყავს, განხილვისას გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა პოზიცია არ შეცვალა.


2 აპრილს ბუქარესტში ჩასვლისთანავე, მერკელმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის და საქართველოსთვის MAP–ის მიცემა ჯერ ადრე იყო.

Back to top button