ახალი ამბები

ნათელაშვილის საარჩევნო კამპანიაზე 35 ათასი ლარი დაიხარჯა

ლეიბორისტული პარტიის მიერ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) წარდგენილი ხარჯთაღრიცხვის თანახმად, პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილის საარჩევნო კამპანიაზე 35 454 ლარი დაიხარჯა.


თანხის ნახევარზე მეტი თავად ლეიბორისტულმა პარტიამ გაიღო, ხოლო დანარჩენი 15 635 ლარი ხუთი პიროვნების მიერ გაწეული შემოწირულობაა.


ნათელაშვილმა, რომელმაც ფართოდ გამოიყენა რეკლამისთვის კანონით მინიჭებული უფასო საეთერო დრო, მხოლოდ 565 ლარი დახარჯა პოლიტიკური სატელევიზიო რეკლამების გადაღებაზე.


5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგებით, ნათელაშვილმა ხმების 6.5% მიიღო.


მიხეილ სააკაშვილის შტაბის მიერ წარმოდგენილი ფინანსური დოკუმენტაციის თანახმად, სააკაშვილის კამპანიაზე 23 მილიონი ლარი დაიხარჯა.


დანარჩენ პრეზიდენტობის კანდიდატებს ჯერ ფინანსური დოკუმენტაცია არ წარუდგენიათ ცესკო-ში. მათ ვადა 5 თებერვალს ეწურებათ.

Back to top button