
ახალი ამბები
საკადრო გადაადგილებები თბილისის მთავრობაში
დღეს თბილისის მერმა გიგი უგულავამ ქალაქის მთავრობაში განხორციელებული სამი საკადრო ცვლილების შესახებ გააკეთა განცხადება.
მერის მოადგილედ ზურაბ არსოშვილი, შიდა ქართლის ფინანსური პოლიციის ყოფილი უფროსი დაინიშნა. მან ამ თანამდებობაზე დავით ალავიძე შეცვალა.
ამას გარდა შეიცვალა ორი გამგებელი. ისანი-სამგორის გამგებელი გიორგი ქორქაშვილი ვაკე-საბურთალოს გამგებლად გადაიყვანეს. ის ასევე უხელმძღვანელებს ვაკის რაიონში ნაციონალური მოძრაობის პარტიულ ოფისს.
ისანი-სამგორის გამგებლად კი დაინიშნა ხვიჩა სანაია, რომელიც აქამდე ისნის რაიონში ნაციონალური მოძრაობის ოფისს ხელმძღვანელობდა.
თბილისის მერმა საკადრო გადაადგილებები მოსახლეობასთან მეტი დაახლოების საჭიროებით ახსნა.
”გამგებელი უნდა იყოს ადამიანი, რომელიც ყველაზე ახლოს დგას მოსახლეობასთან,”- აღნიშნა უგულავამ.