
ახალი ამბები
დავით ბერძენიშვილი: სააკაშვილი ისეთივე არალეგიტიმურია, როგორც სეპარატისტი ლიდერები
ოპოზიციური რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიცია არ აღიარებს მიხეილ სააკაშვილს, როგორც ლეგიტიმურ პრეზიდენტს.
”საქართველოს ტერიტორიაზე უკვე არის ორი არალეგიტიმური სეპარატისტი პრეზიდენტი – ედუარდ კოკოითი [სამხრეთ ოსეთი] და სერგეი ბაღაფში [აფხაზეთი]. ახლა, მესამეც გვეყოლება, მიხეილ სააკაშვილი. არც ჩვენ, არც ჩვენი საზოგადოება არ დაუშვებს ამას,” – განუცხადა ბერძენიშვილმა ჟურნალისტებს.