ახალი ამბები

სასამართლომ არჩევნების შედეგების გაბათილებაზე ახალი მემარჯვენეების სარჩელი არ დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ ”უსაფუძვლობის” გამო არ დააკმაყოფილა ოპოზიციური პარტია ახალი მემარჯვენეების სარჩელი საპრეზიდენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობის თაობაზე.


ცენტრალური საარჩევნო კომისიის 13 იანვრის განკარგულებით მიხეილ სააკაშვილი ხმათა 53.47%-ით პირველივე ტურში გამოცხადდა მეორე ვადით არჩეულ პრეზიდენტად. ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება ოპოზიცია და მეორე ტური გამართვას ითხოვს სააკაშვილსა და ლევან გაჩეჩილაძეს შორის, რომელსაც ამომრჩეველთა 25%-მა დაუჭირა მხარი.


სასამართლომ 15 იანვარს ასევე უსაფუძვლობის მიზეზით არ დააკმაყოფილა ოპოზიციური კოალიციის, ლეიბორისტების, პრეზიდენტობის კანდიდატის ბადრი პატრაკაციშვილის საარჩევნო შტაბისა და პედაგოგთა და მეცნიერთა გაერთიანებული პროფკავშირების სარჩელები არჩევნების შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობის თაობაზე.

Back to top button