skip to content
ახალი ამბები

გრიგორი კარასინმა და ტერი ჰაკალამ სამხრეთ ოსეთზე იმსჯელეს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი 20 დეკემბერს მოსკოვში ეუთოს მისიის ხელმძღვანელს ტერი ჰაკალას შეხვდა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხები განიხილა, იტყობინება რუსეთის საგარეო უწყება.


”მხარეებმა შეშფოთება გამოხატეს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში არსებული ვითარების გამო და ხაზი გაუსვეს მოლაპარაკებების დაუყონებლივ განახლების საჭიროებას შერეული საკონტროლო კომისიის ფარგლებში,” – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.


ამავე განცხადების თანახმად, მხარეებმა ყურადღება შეაჩერეს ნდობის აღდგენის, ქართველ და ოს სამართალდამცავებს შორის ურთიერთქმედების, ასევე ეკონომიკური რეაბილიტაციის და კონფლიქტის ზონაში თავისუფალი გადაადგილების საჭიროებაზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button