ახალი ამბები

საარჩევნო უბნები ერაყსა და კოსოვოშიც გაიხსნება

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) 17 დეკემბერს მიიღო გადაწყვეტილება გაიხსნას საარჩევნო უბნები ერაყსა და კოსოვოში, სადაც დაახლოებით, 2 100 ქართველ სამხედროს მიეცემა 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის საშუალება.


ცესკომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ მოუწოდა გადაეხედა ამ საკითხზე ადრე მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილებისათვის. საუბარია, 11 დეკემბრის დადგენილებაზე, რომელიც ცესკოს ოპოზიციურმა წევრებმა ჩააგდეს და ამით ქართველ სამხედროებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჩამოართვეს იმ არგუმენტით, რომ საქართველოს კონსტიტუცია საომარ და საგანგებო ვითარებაში არჩევნების გამართვას კრძალავს. ამ პოზიციამ მმართველი პარტიის გაღიზიანება გამოიწვია და აიძულა ისინი სასამართლოსთვის მიემართათ. 

Back to top button