skip to content
ახალი ამბები

საქართველოს ელჩი: პატარკაციშვილს ბელგიის ვიზა არ მისცეს

ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილს, რომელიც 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში აპირებს კენჭისყრას, ბელგიის ვიზაზე უარი უთხრეს, განუცხადა საქართველოს ელჩმა ბელგიაში სალომე სამადაშვილმა საქართველოს ”საზოგადოებრივ მაუწყებელს” 4 დეკემბერს.


მისი თქმით, მას აცნობეს, რომ პატარკაციშვილმა ისრაელში ბელგიის საკუნსულოს მიმართა სამდღიანი ვიზისთვის.


“მე მაცნობეს, რომ ბელგიის მხარემ მას [ბადრი პატარკაციშვილს] ვიზა არ მისცა,” – განუცხადა სალომე სამადაშვილმა “რუსთავი 2”-ს, “მზეს” და საზოგადოებრივ მაუწყებელს. “მე ამის შესახებ მაცნობეს, რადგანაც საქმე ერთ-ერთ საპრეზიდენტო კანდიდატს ეხებოდა”. მან ასევე აღნიშნა, რომ ვიზაზე უარი პატარკაციშვილმა იმის გამო მიიღო, რომ ის რუსეთის მიერ იძებნება.


თუმცა, საინფორმაციო სააგენტო “ინტერფაქსთან” ინტერვიუში პატარკაციშვილმა ბელგიაში მისი ვიზიტის შესახებ ინფორმაციას “დეზინფორმაცია” უწოდა.


“ეს არის დიდი სისულელე,” – განუცხადა პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის წარმომადგენელმა, დეპუტატმა ვალერი გელბახიანმა “მზეს” 4 დეკემბერს. “რამდენადაც ვიცი, პატარკაციშვილის შენგენის ვიზა აქვს, ამიტომ მას არ სჭირდებოდა ბელგიის საკონსულოსთვის მიმართვა,” – განაცხადა მან.


იმავდროულად, დეპუტატმა მმართველი პარტიიდან გივი თარგამაძემ 4 დეკემბერს განაცხადა, რომ პატარკაციშვილს ბრიუსელში ჩასვლა იმის გამო სურდა, რომ “ნეგატიური ფონი შეექმნა” საქართველოს პრემიერ-მინისტრის ლადო გურგენიძის ბრიუსელში ვიზიტისთვის. გურგენიძე ბრიუსელში 5 დეკემბერს ჩავა, სადაც ნატოს და ევროკავშირის წარმომადგენლებს შეხვდება.           

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button