
პროკურატურა ოქრუაშვილისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეცვლას მოითხოვს
გენარალურმა პროკურატურამ თავდაცვის ყოფილ მინისტრზე, ირაკლი ოქუაშვილზე აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს. აღნიშნულ საკითხს დღეს საქალაქო სასამართლო განიხილავს.
ირაკლი ოქრუაშვილი 9 ოქტომბერს გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს პატიმრობიდან და ამჟამად ის, გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიაში იმყოფება.
ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატის ეკა ბესეილიას განცხადებით, მას შემდეგ რაც ირაკლი ოქრუაშვილის სატელევიზიო ინტერვიუები გავრცელდა, გენერალურმა პროკურატურამ მიიჩნია, რომ ის ”გარკვეულ საშიშროებას” წარმოადგენს და გადაწყვიტეს მათივე გათავისუფლებულ და საზღვარგარეთ გაშვებულ ირაკლი ოქრუაშვილს აღმკვეთი ღონისძიება შეუცვალონ.
ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ არსებითი საქმის განხილვა სასამართლოში 16 ნოემბერს დაიწყება.