
ახალი ამბები
ოპოზიცია სამოქმედო გეგმების შესახებ თათბირობს
ათი ოპოზიციური პარტიის ლიდერები კონსულტაციებს მართავენ იმასთან დაკავშირებით, თუ რით უპასუხონ ხელისუფლების უარს მათი მოთხოვნების შესრულების თაობაზე.
ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ განცხადებას შემდგომი გეგმების თაობაზე ოპოზიცია 17 საათზე გააკეთებს.
უთანხმოების პირველი ნიშნები უკვე გაჩნდა აქციაში მონაწილე სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებს შორის. ზოგიერთმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, მათ შორის ეროვნული ფორუმიდან, უკვე განაცხადეს, რომ უფრო ”რადიკალური მოთხოვნებია” საჭირო, მათ შორის პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომის საკითხის დაყენება.
”ყველაზე რადიკალურ ნაბიჯებზე წავალთ. ოღონდ წინ ჩვენ [ოპოზიციის ლიდერები] წავალთ,”- განუცხადა მომიტინგეებს 3 ნოემბერს კონსერვატიული პარტიის ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა.