ახალი ამბები

ოპოზიცია ბურჯანაძესთან შეხვედრას ითხოვს

ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, რომ მათ პარლამენტის თავმჯდომარესთან ნინო ბურჯანაძესათან შეხვედრა სურთ, რათა ერთიანი ოპოზიციის მოთხოვნები განიხილონ.


ოპოზიციის განცხადებით, ისინი ბურჯანაძეს საღამოს 18 საათამდე აძლევენ ვადას პასუხის გასაცემად.

იმავდროულად, პარლამენტის თავმჯდომარე კონსულტაციებს მართავს მმართველი პოლიტიკური ძალის ლიდერებთან პარლამენტში.

უმრავლესობის ლიდერთა განცხადებით, მათთვის ულტიმატურმის ტონი მიუღებელია. მათი თქმით, ოპოზიციასთან დიალოგის პრობლემა არასდროს არ არსებობდა.

”ხაზს ვუსვამ, რომ არასწორია საკითხის დასმა, რომ დიალოგი ახლა უნდა დაიწყოს ამ აქციის ან ამ მოთხოვნების შედეგად ,”- განაცხადა 2 ნოემბერს გავლენიანმა დეპუტატმა უმრავლესობიდან გიგა ბოკერიამ, ”დიალოგი ყოველთვის მიმდინარეობდა და ნებისმიერ დროს შეიძლება განახლდეს, თუ პარლამენტში დიალოგზეა ლაპარაკი”. 



 

Back to top button