
ახალი ამბები
გაეროს გენერალური ასამბლეის დღის წესრიგში კვლავაც რჩება ’გაყინული კონფლიქტები’
გაეროს გენერალური ასამბლეის 62-ე სესიის მსვლელობის დროს გაგრძელდება სუამის (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი, მოლდოვა) ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების განხილვა, იტყობინება საქართველო საგარეო საქმეთა სამინისტრო.
”გაყინული კონფლიქტების” საკითხზე მსჯელობა შარშან გაეროს გენერალური ასამბლეის 61-ე სესიის ფარგლებში დაიწყო.
”ვაპირებთ ამ თემაზე ძალიან ინტენსიურ მუშაობას გაეროს ფარგლებში,” – განუცხადა 19 სექტემბერს ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა.
გაეროს გენერალური ასამბლეის 62-ე სესია ნიუ-იორკში18 სექტემბერს გაიხსნა. იგეგმება საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სესიაზე სიტყვით გამოსვლა, სადაც ძირითადი ყურადღება კონფლიქტების მოგვარების საკითხებს დაეთმობა.