skip to content
ახალი ამბები

ეკონომიკის მინისტრი ინტერნეტ კომპანიებს აკრიტიკებს

საქართველოს ინტერნეტ-ბაზარზე დროა ბოლო მოეღოს მონოპოლიას, განაცხადა ეკონომიკის განვითარების მინისტრმა გიორგი არველაძემ 30 ივლისს.


გასულ წელს სამი ძირითადი ინტერნეტის პროვაიდერი კომპანია – სანეტი, ჯორჯია ონლაინი და კავკასუს ნეთვექი – გაერთიანდა, რის შედეგადაც ისინი ბაზრის 90%-ს აკონტროლებენ.


არველაძემ ასევე გააკრიტიკა ინტერნეტ-მომსახურების ხარისხი და განაცხადა, რომ ინტერნეტ-კომპანიები მომხმარებლებს მაღალ ფასს ახდევინებენ, თუმცა შესაბამის მომსახურებას არ სთავაზობენ.


საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის ცნობით, საქართველოს ინტერნეტ-ბაზარი მზარდია.


ინტერნეტ პროვაიდერი კომპანიების შემოსავლები 26,8 მილიონ ლარამდე გაიზარდა,  2005 წელს დაფიქსირებული 19,8 მლნ ლარიდან.  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის ცნობით,  ასევე გაიზარდა ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა და  ADSL-ის მომხმარებელთა რიცხვმა 27 700 შეადგინა 2006 წელს.

ცოტა ხნის წინ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა მარეგულირებელმა კომისიამ გასცა სამი ლიცენზია WiMAX ტექნოლოგიის გამოყენებაზე, რაც უზრუნველყოფს უკაბელო ინტერნეტ-მომსახურებას.


 



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button