skip to content
ახალი ამბები

ბათუმის აეროპორტი 20 წლით თურქულ კომპანიას გადაეცა

ბათუმის აეროპორტის 20 წლით მართვის უფლებით თურქულ კომპანიას ”ტავ ბათუმი ოპერეიშენს” გადაეცა.


საქართველოს მთავრობის 24 ივლისის განკარგულების თანახმად, თურქული კომპანია მართვის უფლების სანაცვლოდ სიმბოლურ ფასს 1 აშშ დოლარს გადაიხდის.


კომპანიას მოუწევს ბათუმის აეროპორტის დავალიანების დაფარვა, მათ შორის 2011-2016 წლებისთვის რესტრუქტურიზებული 1,4 მლნ ლარის გადახდაც.

თუმცა კომპანიას დარჩება აეროპორტის საქმიანობიდან მიღებული მთელი მოგება.

”ტავ ბათუმი ოპერეიშენის” ვალდებულება იქნება უსაფრთხოების სისტემის მუშაობის ხარჯი აუნაზღაუროს ”თბილისის საერთაშორისო აეროპორტს”  და ასევე თანამშრომელთა 85% საქართველოს მოქალაქეებით დააკომპლექტოს.


ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი ექსპლოატაციაში 26 მაისს შევიდა. აეროპორტის მშენებლობაში თურქულმა კომპანიამ TAV Urban Georgia-მ 28,5 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. ამავე კომპანიამ ააშენა თბილისის საერთაშორისო აეროპორტიც.
 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button