skip to content
ახალი ამბები

ნოღაიდელი ჩეხეთის რესპუბლიკას ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი 11 ივნისს სამდღიანი სამუშაო ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკაში გაემგზავრება.


ვიზიტის ფარგლებში ზურაბ ნოღაიდელი შეხვდება თავის ჩეხ კოლეგას მირეკ ტოპოლანეკს, ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის თავმჯდომარეს პრჟემისლ სობოტკას და ასევე ჩეხეთის Export Bank-ის წარმომადგენლებს.


ეს ბანკი ჩეხური კომპანია Energo-Pro-ს ფინანსური გარანტორია. კომპანია გასულ წელს საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო ენერგოკომპანია გახდა. იგი ქვეყნის ელექტროენერგეტიკული ბაზრის 62,5%-ს აკონტროლებს.


ვიზიტის დროს მხარეებმა შესაძლოა ასევე განიხილონ საქართველოს მიერ ჩეხური სამხედრო თვითმფრინავების შესაძლო შესყიდვის საკითხი.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button