skip to content
ახალი ამბები

FAO: ღორის ცხელების ეპიდემია საქართველოსთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს

საქართველოში ღორის აფრიკული ცხელება (მონტგომერის დაავადება) დაფიქსირდა, რამაც შესაძლოა ასევე შეუქმნას საფრთხე მეზობელ სახელმწიფოებს, განაცხადა გაეროს კვებისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) 8 ივნისს.


ღორის აფრიკული ცხელება, რომელიც ინფექციური დაავადებაა, ღორების სიკვდილიანობას იწვევს, რადგანაც ამ დაავადების სამკურნალო ვაქცინა არ არსებობს; თუმცა, ადამიანის ჯანმრთელობისთვის ის საშიშროებას არ წარმოადგენს.


საქართველოს ოფიციალური პირების განცხადებით, დაავადების პირველი შემთხვევა აპრილის ბოლოს ქვეყნის მასშტაბით 10 რაიონში გამოვლინდა. შედეგად, 20 000 ღორი დაიხოცა.


”ღორის ცხელების ეპიდემია დიდ პრობლემას წარმოადგენს საქართველოსთვის და მისი მეზობელი ქვეყნებისთვის. ვირუსის დაგვიანებულმა გამოვლენამ გამოიწვია რისკის ხანგრძლივი პერიოდი, რომლის დროსაც დაავადება ვერ გამოვლინდა და ვირუსი შესაძლოა მეზობელ ქვეყნებშიც მოხვედრილიყო. სომხეთი, აზერბაიჯანი და რუსეთის ფედერაცია სრულ მზადყოფნაში უნდა იყვნენ ამისათვის,” – განაცხადა  FAO-ს წარმომადგენელმა იან სლინგენბერგმა.


სომხეთმა, აზერბაიჯანმა და რუსეთმა უკვე აკრძალეს ხორცის პროდუქტების იმპორტი საქართველოდან.


FAO ვარაუდობს, რომ ვირუსი, საქართველოში, სავარაუდოდ, იმპორტირებული გაყინული ან გადამუშავებული ღორის ხორციდან შევიდა.


ევროკავშირი, ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და FAO ექპერტთა ერთობლივ ჯგუფს გამოაგზავნიან საქართველოში სიტუაციის შეფასების მიზნით. ექსპერტები რეკომენდაციებს გაუწევენ საქართველოს ხელისუფლებას კონტროლის გადაუდებელი ზომების მიღების თაობაზე, აცხადებს FAO.    

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button