ახალი ამბები

სააკაშვილი მართლმადიდებლური ეკლესიის მნიშვნელობაზე საუბრობს

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს საერთაშორისო სიმპოზიუმზე  ”გლობალიზაცია და ცივილიზაციათა შორის დიალოგი”, საქართველოსთვის  მართლმადიდებლური რელიგიის მნიშვნელობაზე და ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის სხვა კონფესიებთან თანამშრომლობაზე ისაუბრა.


”ისტორია ამ სახელმწიფოსი უკავშირდება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. ამიტომ როლი არის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე უბრალოდ კონფესიის და უბრალოდ სასულიერო პირთა ჯგუფის, რომელსაც ჰყავს ბევრი მხარდამჭერი და მრევლი. ეს არის ჩვენი ისტორიული მრწამსის ერთ-ერთი ყველაზე უფრო კონცენტრირებული გამოხატულება. მე განსაკუთრებით მივესალმები ჩვენი ეკლესიის როლს საქართველოს შიგნით სხვადასხვა კონფესიებთან დიალოგში,” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


პრეზიდენტი ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში ეთნიკურ უმცირესობების უფლებები იქნება დაცული. 


”მათთვის, ვისაც ეზიზღება სომხები საქართველოში, მე ვიქნები სომეხი, ვისაც ეზიზღება აზერბაიჯანლები, ვიქნები აზერბაიჯანელი, ამას წინათ მე აღმოვაჩინე, რომ ტურმე ვარ ოსი და დიდი სიამოვნებით ვიქნები ოსი ეთნიკურად…, ” – დასძინა პრეზიდენტმა.


 

Back to top button