skip to content
ახალი ამბები

აზერბაიჯანის და საქართველოს პრეზიდენტები მეგობრობაზე საუბრობენ

პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც პოლონეთში ენერგოსამიტს დაესწრო, 12 მაისს თბილისში თავის აზერბაიჯანელ კოლეგასთან ილჰამ ალიევთან ერთად დაბრუნდა.  


ორმა პრეზიდენტმა ძველ თბილისში აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის ძეგლი გახსნეს.


სააკაშვილი ქანდაკების გახსნის ცერემონიაზე განაცხადა, რომ ქანდაკება ”არის კიდევ ერთი სიმბოლო ორ ერს შორის ძმური ურთიერთობისა”.


ორმა პრეზიდენტმა თებერვალში უკვე გახსნა ჰეიდარ ალიევის მემორიალური დაფა მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე პრეზიდენტ ილჰამ ალიევის თბილისში ვიზიტის დროს.


სააკაშვილის განცხადებით, ბევრი მცდელობა იყო ”რომ ჩვენ დავეშორებინეთ, მაგრამ ეს შეუძლებელი იქნება”.


”ჩვენს მტერს ჩვენს შორის უთანხმოების ჩამოგდება სურს… მაგრამ ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ… ჩვენი სტრატეგიული ინტერესია, რომ გავაძლიეროთ ეს ურთიერთობა,” – დასძინა მან.


სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელები ”ჩვენი ერის განუყოფელი ნაწილია”.


ამის საპასუხოდ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მადლობა გადაუხადა, როგორც მან აღნიშნა, ”ჩემს ძმას მიხეილს, კეთილი სიტყვებისთვის” და მიესალმა მამამისის – ჰეიდარ ალიევის ”მნიშვნელოვან წვლილს” ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარებაში.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button