skip to content
ახალი ამბები

ბურჯანაძე მოსკოვში ბორის ელცინის დაკრძალვას დაესწრება

საქართველოდან ოფიციალური დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის ხელმძღვანელობით 25 აპრილს მოსკოვში გაემგზავრა, სადაც პრეზიდენტ ბორის ელცინის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება.


პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს დელეგაცია თბილისში დღესვე დაბრუნდება.

იმავდროულად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა სამძიმრის წერილი გაუგზავნა თავის რუს კოლეგას სერგეი ლავროვს რუსეთის ფედერაციის პირველი პრეზიდენტის გარდაცვლების გამო, იტყობინება საგარეო უწყება.


რუსეთის პირველი პრეზიდენტი ბორის ელცინი, რომელიც ქვეყანას სათავეში 1991-99 წლებში ედგა, 23 აპრილს 76 წლის ასაკში ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.  


 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button