skip to content
ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრს გულის ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრს ზურაბ ნოღაიდელს გულის ოპერაცია აშშ-ში, ჰიუსტონის წმინდა ლუკას სახელობის კარდიოლოგიურ კლინიკაში წარმატებით ჩაუტარდა 19 აპრილს.


პრემიერ-მინისტრის აპარატის პროტოკოლის უფროსის გია ზურაბაშვილის ინფორმაციით, რომელიც თან ახლავს პრემიერს აშშ-ში, ზურაბ ნოღაიდელი ამჟამად რეანიმაციაში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. პრემიერ-მინისტრი სამშობლოში, სავარაუდოდ, ორ კვირაში დაბრუნდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button