skip to content
ახალი ამბები

პარლამენტის ხელმძღვანელობა რუსეთის ელჩს შეხვდა

დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე და ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი საქართველოში რუსეთის ელჩს ვიაჩესლავ კოვალენკოს შეხვდნენ და ორი ქვეყნის ურთიერთობები განიხილეს.


”მე ვთხოვე ბატონ ელჩს, რომ გაიმართოს ორმხრივი შეხვედრები დეპუტატების დონეზე ან თბილისში ან მოსკოვში. [რუსეთის] დუმაში არის ჩემი წერილი ამის თაობაზე,”- განაცხადა შეხვედრის შემდეგ მიხეილ მაჭავარიანმა.


კოვალენკოს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.


გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს ალექსანდრე გრიბოედოვის ნეშტის მთაწმინდის პანთეონიდან შესაძლო გადასვენების ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟზეც. ამგვარი შესაძლებლობა ნინო ბურჯანაძემ კატეგორიულად უარყო.


”მინდა გაოცება გამოვხატო იმ ოპერატიულობის გამო, რომლითაც ეს სრულიად აბსურდული და საგანგებოდ პროვოკაციული განცხადება აიტაცა პრესამ და ცალკეულმა პოლიტიკოსებმა… მსგავსი განცხადებისათვის არ არსებობს არავითარი საფუძველი, ეს საკითხი საქართველოს პარლამენტში იდეის დონეზეც კი არ ყოფილა განხილული,”- განაცხადა 12 აპრილს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ნინო ბურჯანაძემ.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button