skip to content
ახალი ამბები

ჩოჩიევი ეუთოს მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

დღეს ცხინვალში თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ვიცე-პრემიერი ბორის ჩოჩიევი საქართველოში ეუთოს მისიის ხელმძღვანელს როი რივს შეხვდა.


სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ცნობით, შეხვედრაზე კონფლიქტის მოგვარების საკითხებზე და მხარეებს შორის მოლაპარაკებების შემდგომ გაგრძელებაზე იმსჯელეს.


ბორის ჩოჩიევი გამოვიდა ინიციატივით შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) თანათავმჯდომარეთა საკონსულტაციო შეხვედრა ცხინვალში გაიმართოს, სავარაუდოდ 19 აპრილს. ამის შესახებ უკვე მიმართა ჩოჩიევმა წერილობით შსკ-ში კოლეგებს.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button