skip to content
ახალი ამბები

სტამბოლში შსკ-ს მხარეებმა კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს

სტამბოლში სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების საკითხებზე მომუშავე შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) თანათავმჯდომარეების არაფორმალურ ორდღიან სხომაზე მხარეებმა კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო ოპერაციის, რეგიონის დემილიტარიზაციის, ქართველი და ოსი სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.


ასევე შესაძლოა მიღწეულ იქნეს შეთანხმება შერეული საკონტოლო კომისიის პლენარული სხდომის  თბილისში ჩატარების შესახებ, იუწყება სამხრეთ ოსეთის ბეჭვდისა და ინფორმაციის კომიტეტი.


ქართული მხარის განცხადებით, შსკ-ს შეხვედრის ჩატარების წინაპირობას დემილიტარიზაციის, სამშვიდობო ოპერაციის, სამართალდამცავ ორგანოებს შორის თანამშრომლობის საკითხებში წინასწარი თანხმობის მიღწევა წარმოადგენს. შესაბამისად, ამ საკითხებზე სამუშაოდ და შსკ-ს დღის წესრიგის მოსამზადებლად გაგრძელდება ესპერტთა შეხვედრა-კონსულტაციები.


”ქართული მხარე აღნიშნავს, რომ კონფლიქტის სრულმასშტაბიანი პოლიტიკური მოწესრიგების პროცესის ხელშეწყობისთვის აუცილებელი წინაპირობაა მოლაპარაკებათა ამ [შსკ] ფორმატში არსებული გადაწყვეტილებების შესრულება, რაც მისი ქმედუნარიანობის გარანტიას წარმოადგენს”, – ნათქვამია კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ 23 მარტს გავრცელებულ განცხადებაში.


აქვე აღინიშნა, რომ ქართველი და ოსი სამართალდამცავების ერთობლივი თანამშრომლობა დემილიტარიზაციის პროცესის დაწყების შემდგომ არის შესაძლებელი.


შეხვედრაზე ოსური მხარისთვის მიუღებელი აღმოჩნდა თბილისის მიერ წარმოდგენილი, როგორც თავად აცხადებენ ”მორიგი ცალმხრივად” შემუშავებული სამშვიდობო გეგმა. ჯერ-ჯერობით უცნობია კონკრეტულად რას ითავლისწინებს ქართული მხარის მიერ შემუშავებული წინადადებები.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button