skip to content
ახალი ამბები

ბურჯანაძეს პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციების გაფართოება სურს

20 მარტს ვაშინგტონში სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში გამოსვლისას პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანომ უნდა გაზარდოს მისი საზედამხედველო ფუნქციები აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, რომელსაც ასევე მმართველი პარტია წარმოადგენს.   


”მინდა ხაზი გავუსვა, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერებას, განსაკუთრებით ახლა, როდესაც პოლიტიკური ოპოზიცია არ არის საკმარისად ძლიერი და მთავრობის სამ შტოს ერთი და იმავე პოლიტიკური პარტიის ერთი და იგივე წევრები მართავენ”, – განაცხადა მან. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button