skip to content
ახალი ამბები

”გაზპრომი” საქართველოსთვის გაზის მთავარი მომწოდებელი აღარ არის

საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის ნიკა გილაურის განცხადებით, მას შემდეგ რაც 17 მარტიდან საქართველოში ”შაჰ-დენიზის” საბადოდან ბუნებრივი აირის მოწოდება განახლდა რუსული კომპანია ”გაზპრომი” საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მთავარი მიმწოდებელი აღარ არის.


”რომ ავიღოთ ყოველდღიური ბალანსი, ”გაზპრომის” გაზი და აზერბაიჯანიდან მოწოდებული გაზი 50/50-ზეა”, – განაცხადა ნიკა გილაურმა 19 მარტს გარდაბნის რაიონში ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე საქაჩ სადგურზე, სადაც აზერბაიჯანული გაზი საქართველოს გაზის სისტემას უერთდება.


მისი თქმით,  ამჟამად საქართველოს ყოველდღიური გაზმომარაგების ბალანსი ასე გამოიყურება:



  • 1 მილიონ კუბამეტრი შაჰ-დენიზის საბადოდან შემოდის, 1000 კუბამეტრი 62,5 აშშ დოლარად;
  • 1,3 მლნ კუბამეტრი ”აზერიგაზიდან” მოდის, 1000 კუბამეტრი 120 აშშ დოლარად;
  • 700-800 ათასი კუბამეტრი საქართველოს რჩება, როგორც სატრანზიტო ქვეყანას რუსული გაზის სომხეთის მიმართულებით გატარებისთვის;
  • 2,4-2,5 მლნ კუბამეტრს კი საქართველო იღებს ”გაზპრომიდან”, 1000 კუბურ მეტრს 235 აშშ დოალარად.

”საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისთვის ეს არის უდიდესი ნაბიჯი… საქართველო გაზს სამი სხვადასხვა კომპანიისგან, სხვადასხვა გაზსადენიდან იღებს… ეს არის ისტორიული მომენტი საქართველოს ენერგოუსაფრთოებისათვის. ”,-  განაცხადა ნიკა გილაურმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button