skip to content
ახალი ამბები

ბეჟუაშვილი სემნების შეხვდა

16 მარტს თბილისში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი შეხვდა სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს პიტერ სემნების და მიაწოდა ინფორმაცია 11 მარტს ზემო აფხაზეთში დაბომბვასთან დაკავშირებით. 


საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ შიდა კონფლიქტების დარეგულირების საკითხებზე, რაზეც აღინიშნა კონფლიქტურ რეგიონებში ევროკავშირის როლის გააქტიურების მნიშვნელობა.


შეხვედრას ასევე ესწრებოდა გერმანიის, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის ელჩი საქართველოში პატრიცია ფლორი.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button