skip to content
ახალი ამბები

კარასინმა და როი რივმა ცხინვალის რეგიონში შექმნილი ვითარება განიხილეს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი დღეს მოსკოვში საქართველოში ეუთოს მისიის ხელმძღვანელს როი რივს შეხვდა და ცხინვალის რეგიონში შექმნილი ვითარება განიხილა.


რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, მხარეებმა გამოთქვეს შეშფოთება რეგიონში შექმნილი ფეთქებადსაშიში ვითარების გამო, რომელიც დაძაბულობის შემცირების მიზნით სასწრაფო ზომების მიღებას მოითხოვს.


”არსებულ ვითარებაში პირველი ნაბიჯი უნდა იყოს საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის დიალოგის საჩქაროდ აღდგენა შერეული საკონტროლო კომისიის ფარგლებში, იმადროულად მათ შორის პირდაპირი დიალოგის შესაძლო გააქტიურება”, – იუწყება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.


ამავე ცნობით, მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის დარეგულირებას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button